დასახელება:
დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე.
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე) + ბონუსები + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
** გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადა 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება შეადგენს 4000 ლარს (ხელზე).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის იურიდიული დანაყოფის მართვა და კონტროლი.
** მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის ინტერესების დაცვა.
** სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმართვა.
** სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების ანალიზი.
** კომპანიის იურიდიული დანაყოფის მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება.
** კომპანიის დირექტორის ფუნქციების შესრულება მისი არყოფნის შემთხვევაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სასურველია და მიენიჭება უპირატესობა)
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია)
** ანალოგიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია და მიენიჭება უპირატესობა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info.ltdlegalcompany@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|