დასახელება:
სტატიათა კონკურსი - საარბიტრაჟო სამართლის გამოწვევები საქ-ში
|
მომწოდებელი:
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
"საქართველოს არბიტრთა ასოციაცია" აცხადებს სტატიათა მეორე ეროვნულ კონკურსს - საარბიტრაჟო სამართლის გამოწვევები საქართველოში. საქართველო, თბილისი.
სტატიათა ეროვნული კონკურსის მიზანია:
** არბიტრაჟის პოპულარიზაცია სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას შორის;
** არბიტრაჟის სფეროში ცოდნის ამაღლება;
** არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული კვლევის განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
** სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში, სამართლის ფაკულტეტზე;
** არის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი.
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს/ადგენს:
** საკონკურსო თემების ჩამონათვალს
** კონკურსში რეგისტრაციისა და მონაწილეობის პირობებს
** გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების პირობებს
კონკურსის წლევანდელ თემებს წარმოადგენს
** ხელოვნური ინტელექტი (AI) და არბიტრაჟი
** საარბიტრაჟო ინსტიტუტის და საარბიტრაჟო ტრიბუნალის როლი
** შრომითი და სამომხმარებლო არბიტრაჟი
ყველა დაინტერესებული პირი ვინც აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია სტატიათა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2025 წლის 8 ნოემბრამდე, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tmetreveli@gaa.ge მის მიერ არჩეული საკონკურსო თემის და CV-ს გამოგზავნით.
მონაწილეებს შეუძლიათ ნაშრომი დაწერონ:
** ნებისმიერ საკითხზე საკონკურსო თემის ფარგლებში
** საკონკურსო თემის ერთ კონკრეტულ ასპექტზე
** შედარებითი ანალიზის სახით
ყველა მონაწილემ ნაშრომი უნდა ჩააბაროს საქართველოს არბიტრთა ასოციაციას განსაზღვრულ ვადაში.
სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:
** სათაური
** თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, სასწავლო პროგრამის საფეხური და კურსი)
** მთავარი მიგნებები
** შესავალი
** ძირითადი ნაწილი
** დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.
სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:
** ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში
** გვერდების რაოდენობა: 5-7 გვერდი (ძირითადი ტექსტი, თავფურცლის, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)
** ფონტი: Sylfaen, ზომა - 12
** დაშორება - 1.15
** გვერდის მინდორი: Normal
ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება
** ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წერის დამხმარე საშუალებების სახით (მაგ. გრამატიკა, სტილი)
** არსებითი ანალიზი და არგუმენტაცია უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
** ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ნებისმიერი გამოყენება უნდა გამჟღავნდეს
** ავტორი სრულად არის პასუხისმგებელი სიზუსტესა და ორიგინალურობაზე
ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან გამოქვეყნების პროცესში ან წარდგენილი როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი საფეხურის სასწავლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტის მისაღებად.
შენიშვნა: წარმოდგენილ ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესის დარღვევის შემთხვევაში, განხორციელდება ნაშრომის დისკვალიფიკაცია.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია უნდა ჩაბარდეს 2025 წლის 30 ნოემბრამდე, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: tmetreveli@gaa.ge
ნაშრომს შეაფასებს სპეციალური ჟიური
** საქართველოს არბიტრთა ასოციაცია თავად წყვეტს ჟიურის რაოდენობასა და შემადგენლობას ყოველი კონკრეტული შეჯიბრებისთვის
** ჟიურის წევრები არიან არბიტრაჟის სფეროში გამოცდილი იურისტები
** ნაშრომების შეფასება ხორციელდება ავტორების ანონიმურობის დაცვით
** ჟიურის წინაშე წარდგენილ ყოველ ნაშრომს უკეთდება სტანდარტული თავფურცელი, რომელზეც არ ჩანს ავტორის ვინაობა და სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი .
ჟიურის მიერ ნაშრომის შეფასება ხდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
** ნაშრომის ორიგინალურობა;
** ნაშრომში მოცემული სამართლებრივი შეფასება და ანალიზი;
** ნაშრომში მოცემული არგუმენტების დასაბუთების მანერა და დამაჯერებლობა;
** ავტორის მიერ თემასთან დაკავშირებით მოძიებული მასალების ერთიანობა, სიახლე და რელევანტურობა.
ჟიურის მიერ ყოველი ნაშრომის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით და გამოვლინდება
** კონკურსში გამარჯვებული ნაშრომი.
** სამი საუკეთესო ნაშრომი.
დაჯილდოების ცერემონია
** დაჯილდოების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს არბიტრთა ასოციაცია.
** დაჯილდოება გაიმართება 2025 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი ადგილი და თარიღი კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ მოგვიანებით).
დაჯილდოების დღეს, ჟიურის მიერ წინასწარი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ კონკურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მოკლედ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები აუდიტორიის წინაშე.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
სამი საუკეთესო ნაშრომი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ, ბლოგის ფორმატში, გამოქვეყნდება ვებ. გვერდზე http://georgianarbitrationblog.ge/
მეორე ადგილზე გასულ სტატიის ავტორს შესაძლებლობა ეძლევა საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდეს და გაიაროს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის I მოდული - საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში.
კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა მთავარი პრიზი - 1000 ლარი და 3 თვიანი სტაჟირება წამყვან იურიდიულ ფირმაში
საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი: თამარ მეტრეველი ტელ: 599 070783, ელ. ფოსტა: tmetreveli@gaa.ge
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები/რეზიუმე დამუშავდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი სტატიათა კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნობრიობით და თქვენი ნებართვის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციაში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
|
|
|
|