Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676525&print=yes&view=jobs
 
ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.

სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით მონიტორინგის წარმოება;
** კომპანიაში უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სალაროებისათვის შემუშავებული წესისა და პროცედურის შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლა 4 დღეში ერთხელ, 24 საათი;
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია