Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676499&print=yes&view=jobs
 
UI დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UI დიზაინერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში UI დიზაინერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** არსებული დიზაინ სისტემის მიხედვით დიზაინების შექმნა/განახლება
** კომპონენტების, სთეითების და responsive მდგომარეობების სწორად დახაზვა
** Dev გუნდთან კოლაბორაცია და handoff-ის მომზადება
** დიზაინის consistency-ის შენარჩუნება
** UX/UI ტოკენების და guideline-ების დაცვა

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება UI დიზაინში;
** Figma-ს ძალიან კარგი ცოდნა (auto-layout, components, variants, constraints, styles);
** Web / Mobile UI პრინციპების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური B1+/B2).

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტირებული, სტრუქტურირებული და შემოქმედებითი მიდგომა;
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება და პასუხისმგებლობების მართვა;
** Tailwind / Design Tokens გაგება;
** UX პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** Interaction / prototyping (Figma Smart Animate / Prototype flows.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1987

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია