დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა, ფოსტასთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება;
** ტაქსის აპლიკაციის მართვა;
** სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yrkYuDUd
|
|
|
|