Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676492&print=yes&view=jobs
 
მოპედის კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოპედის კურიერი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000-ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" გთავაზობთ ვაკანსიას მოპედის კურიერის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი (საშუალო ხელფასი ჯამში 1200-2000)

რისი კეთება მოგიწევს:

** შესყიდული ნივთების სიის მიხედვით პროდუქციის ოფისში/საწყობში ტრანსპორტირება;
** შეკვეთების მიწოდება მომხმარებლებთან წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე;
** მომხმარებლებთან ნივთების ჩაბარებისას შესაბამისი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა (ნაღდი/უნაღდო);
** მომხმარებლებისგან ნივთების წამოღება და საწყობში ტრანსპორტირება შესაბამისი საბუთის საფუძველზე;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელთან რეპორტინგი: ჩეკების ამოღება, შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
** დღის ნავაჭრი თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა.

რისი ცოდნა დაგჭირდება:

** მართვის მოწმობის A ან A1 კატეგორია;
** მოპედის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** თბილისის ქუჩების ცოდნა;
** აუცილებელია გყავდეთ საკუთარი მოპედი.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამშრომლის განვითარებაზე ორიეტირებული გუნდი;
** სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - მოპედის კურიერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცისთვის ეწვიეთ - http://www.citrus.ge

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია