Робота для біженців з України
მარკეტოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტოლოგი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ჩინეთიდან ელექტრო ავტომობილების იმპორტსა და საქართველოში გაყიდვაში, ეძებს კრეატიულ, შედეგზე ორიენტირებულ მარკეტოლოგს.

ჩვენი მიზანია ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაცია, გაყიდვების ზრდა და ბრენდის ცნობადობის გაძლიერება.

კომპანიას აქვს თანამედროვე შოურუმი თბილისში, სადაც წარმოდგენილია უახლესი მოდელები.

მთავარი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok,) მართვა და შინაარსის დაგეგმვა;
** რეკლამების შექმნა და ოპტიმიზაცია Meta Ads, Google Ads პლატფორმებზე;
** ვიზუალური და სარეკლამო მასალების მომზადების კოორდინაცია (ბანერები, ბუკლეტები, ვიდეოები);
** შოურუმის სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა;
** კონკურენტული ბაზრის ანალიზი და შედეგების მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და რეპორტინგი.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** ცოდნა ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზე (Meta Ads, Google Ads, SEO);
** ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია (სიტყვიერად და წერილობით);
** ავტომობილების ან ტექნოლოგიური სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** სრულ განაკვეთზე სამუშაო გრაფიკი;
** მეგობრული გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cars.chinaelectricmotors@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე