დასახელება:
საწყობში პროდუქციის შემგროვებელი
|
მომწოდებელი:
DG ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი.
მდებარეობა: ლილო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მომზადება ფაქტურების მიხედვით;
** დროულად და უშეცდომოდ პროდუქციის აგროვება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას
** ტრანსპორტირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე hr@dgholding.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|