Робота для біженців з України
მიმტანი, დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, დიასახლისი
მომწოდებელი: რესტორანი OtsY
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
რესტორანი "OtsY" აცხადებს ვაკანსიას მიმტანისა და დიასახლისის პოზიციებზე.

1) მიმტანი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული, პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული, თავაზიანი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტუმრებისათვის მომსახურების გაწევა - მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ჩეკის მომზადება
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ინგლისურად გამართული საუბარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში რესტორნის მომზადება;
** მომხმარებლების შეკვეთის მიღება და ხარისხიანი, ეფექტური მომსახურება
** მენიუში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ერთჯერად უფასო კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე

2) დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის დასუფთავება კომპანიაში დადგენილი წესების და სტანდარტების მიხედვით
** ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** რესტორნის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური წესების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული, პოზიტიური
** პასუხისმგებლობიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ

გრაფიკი: 12-საათიანი, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.

სხვა არსებული დეტალები განიხილება გასაუბერების დროს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ekaterinesulakvelidze16@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 599075170.

გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე