დასახელება:
ადვოკატი
|
მომწოდებელი:
Lekishvili & Patieshvili
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
იურიდიული ბიურო "Lekishvili & Patieshvili - Criminal Defense Lawyers", რომელიც სპეციალიზდება სისხლის სამართლის საქმეებზეც, აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სისხლის სამართლის საქმეების მასალების შესწავლა და სამართლებრივი ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტების (განმარტებები, შუამდგომლობები, საჩივრები, განცხადებები და სხვა) მომზადება;
** მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში;
** ვიზიტები საპატიმრო დაწესებულებებში და კომუნიკაცია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;
კოორდინაცია დაცვის გუნდთან და ადვოკატებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მოქმედი ადვოკატის მოწმობა (სავალდებულო);
** სისხლის სამართლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება - სასურველია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი და ინიციატივიანობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომპიუტერულ/ტექნიკური უნარ-ჩვევები (სასურველია);
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
ანაზღაურება და პირობები: ანაზღაურება შეთანხმებით - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მხედველობაში მიღებით.
შერჩევის ეტაპები და თანამშრომლობის პროცესი:
** განაცხადების გადარჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს;
** კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული უნარების შეფასება მოხდება ეტაპობრივად, რეალური საქმიანი სიმულაციებისა და პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით;
** შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალურად შემუშავებული თეორიულ-პრაქტიკული სემინარები და სამუშაო ტრენინგები, სადაც დეტალურად გაეცნობიან ჩვენი ბიუროს სამუშაო სტილსა და მიდგომებს;
** ჩვენი მიზანია ვიპოვოთ პროფესიონალი, რომელიც საუკეთესოდ შეერწყმება ჩვენს გუნდს და მზად იქნება მაღალი სტანდარტით იმუშაოს სისხლის სამართლის ურთულეს საქმეებზე;
** წარმატებული თანამშრომლობა გახდება საფუძველი გრძელვადიანი, მუდმივი თანამშრომლობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობისთვის.
სავალდებულო დოკუმენტაცია განაცხადის წარდგენისას:
** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი;
** ადვოკატის მოწმობის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოთ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შედგენას, ვინაიდან სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პირველადი შერჩევა და გასაუბრებაზე მოწვევა.
დაკავშირება:
გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელფოსტაზე: info@criminallaw.ge
|
|
|
|