დასახელება:
წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების ინჟინერი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას წყალმომარაგება - წყალარინების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 24 თვე
სამუშაოს მოცულობა:
წყალმომარაგება - წყალარინების სისტემების ინჟინერი მონაწილეობას მიიღებს კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის საქმიანობაში, მათ შორის: როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო / მიმწოდებელი კომპანიების მიერ მომზადებული დეტალური საინჟინრო საპროექტო /სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების განხილვა შეთანხმებასა და მონიტორინგში.
დეტალური დავალება:
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" გუნდთან ერთად, ინჟინერი განახორციელებს შემდეგს:
** დავალების მიღების შემდგომ, შეისწავლის საპროექტო არეალს და შესაბამისად დაგეგმავს / მოამზადებს ტექნიკურ დავალებასა და შემდგომში სატენდერო დოკუმენტაციას საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით;
** სრულად იქნება ჩართული საკონსულტაციო / მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციების ტექნოლოგიური ნაწილის განხილვა - შეთანხმებაში, რაც ძირითადად გულისხმობს შემდეგს:
- შესრულებული სამუშაოს ტექნიკურ დავალებასა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
- წარმოდგენილი კვლევებისა და ანგარიშების შემოწმებას (მათ შორის საინჟინრო პროგრამების ფორმატში);
- დოკუმენტაციის მოქმედ საინჟინრო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის დადგენას;
- პროექტირების დროს მიღებული გადაწყვეტილებების ტექნიკურ - ეკონომიკური კუთხით შეფასებას;
- მოცულობათა უწყისის განხილვა - შეთანხმებას;
- ტექნიკური სპეციფიკაციების განხილვა - შეთანხმებას;
- პროექტის შემადგენელი სხვა ნაწილების (გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, ჰიდროლოგია, კონსტრუქცია, ელექტრობა და ა.შ.) შესაბამის სპეციალისტებთან / დეპარტამენტებთან მიწოდებას, კოორდინაციას და მიღებული ინფორმაციების შეგროვება - დამუშავებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების კონტროლსა და მიმწოდებელ ორგანიზაციასთან კომუნიკაციას;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტთან დაკავშირებული კორესპონდენციებისა და მოხსენებების მომზადება.
** სრულად იქნება ჩართული საკონსულტაციო / მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების განხილვა - შეთანხმებაში.
** მოამზადებს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება - ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციასა და შემდგომში სატენდერო პაკეტს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით;
** კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მოთხოვნილი გამოცდილებებისა და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილებების შესაბამისობის დადგენა. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** კომპანიას გაუწევს კონსულტაციას კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების საჭიროების დადგენა;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, სრულად იქნება ჩართული საკონსულტაციო / საზედამხედველო / მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის (გრაფიკული ნახაზები, ტექსტური ნაწილი, სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, ცვლილებათა უწყისი) განხილვა - შეთანხმებაში;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებათა პაკეტის (გრაფიკული ნახაზები, ტექსტური ნაწილი, სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, ცვლილებათა უწყისი) მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ობიექტზე ვიზიტებს;
** ჩართული იქნება დასრულებული სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტის პირობებთან შესაბამისობის დადგენაში.
მოთხოვნები:
** ინჟინერს უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ინჟინერიის დიპლომი ან მსგავსი კვალიფიკაცია და თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას;
** სასურველია ჰქონდეს ბოლო 10 წელიწადში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მასშტაბური პროექტების დაგეგმვასა და პროექტირებაში. კერძოდ, წყალმომარაგება - წყალარინების სისტემებისა და წყლის / ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირების მიმართულებით;
** საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უნდა იცნობდეს FIDIC-ის კონტრაქტის პირობებს. უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** უნდა ფლობდეს შემდეგ საინჟინრო პროგრამებს - Autocad, Civil 3D, WaterGems, WaterHammer, SewerGems, ArcMap;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);
** სამუშაო ადგილი: შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სათავო ოფისი (დისტანციური ან ჰიბრიდული ფორმატი არ არის გათვალისწინებული).
კომპეტენცია:
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, ასევე სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზებისა და კონტროლის უნარი ხარისხიანი შედეგის უზრუნველსაყოფად;
** ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი და საკითხების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის უნარის დემონსტრირება;
** კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან როგორც ტექნიკურ, ასევე არატექნიკურ საკითხებზე;
** სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიასთან დაკავშირებული იდეებისა და გეგმების თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად განხილვის პრაქტიკა;
** თანამშრომლებთან კონსულტაციის გავლა და მუშაობისას საჭირო სამუშაო ურთიერთობების ცოდნა;
** ტექნიკური ან საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო პრინციპების/ცოდნის გამოყენებით;
** სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში ამოცანების გადაჭრის უნარი;
** სამოქალაქო ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმიზაციის უნარი;
** სამოქალაქო ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის საბოლოო გზების შემუშავების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|