Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676456&print=yes&view=jobs
 
სამოქალაქო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამოქალაქო ინჟინერი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამოქალაქო ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 24 თვე

დავალების მიზანი:

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (სგწკ) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულს კომპანიას, რომელიც ექვემდებარება ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მიიღო სესხი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დაფინანსებისთვის და აპირებს ამ სესხის ნაწილით საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესაბამისი გადასახადების დაფარვას.

ინჟინერი შეასრულებს კონსულტანტის როლს საინჟინრო ამოცანებისა და საკითხების გადაჭრაში. ის ითანამშრომლებს დამოუკიდებელ საერთაშორისო ინჟინერთან, კომპანიის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის, საპროექტო და საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტებთან.

სამუშაოს მოცულობა:

ინჟინერი დაეხმარება UWSCG-ს საერთაშორისო/ეროვნული საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებული დეტალური საინჟინრო პროექტების და ნახაზების ხარისხისა და მიწოდების (დოკუმენტების) მონიტორინგში

დეტალური დავალება:

"სგწკ"-ს გუნდთან ერთად, ინჟინერი განახორციელებს შემდეგს:

** გააკონტროლებს კონცეპტუალურ პროექტებს და გაუწევს კონსულტაციას პროექტირების მეთოდებს, რათა უზრუნველყოს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობა;
** შეამოწმებს კვლევის შედეგებს და უზრუნველყოფს, რომ ეს შედეგები გამოყენებული იქნება დეტალური საინჟინრო პროექტირების დროს;
** შეამოწმებს მიღებული პოზიციების / პუნქტების განაკვეთების ანალიზს და უზრუნველყოფს, რომ ისინი ჩართული იქნებიან მოცულობათა უწყისში (BOQ) ხარჯების შეფასების დასადგენად;
** შეამოწმებს პროექტებს და ნახაზებს და უზრუნველყოს, რომ ისინი შესაბამისია (ვარგისია) მშენებლობისთვის;
** შეამოწმებს სატენდერო დოკუმენტაციისთვის მოცულობათა უწყისში (BOQ-ს) კონტრაქტების პუნქტების მოწოდების შესაბამისობას (პუნქტების გამჭვირვალედ ჩვენებას უწყისში);
** შეამოწმებს საერთაშორისო კონკურენტული ტენდერის/კონკურსის (ICB) და ეროვნული კონკურენტული ტენდერის (NCB) კონტრაქტების სპეციფიკაციებს;
** შეამოწმებს სამშენებლო კონტრაქტების ტექნიკურ სპეციფიკაციებს და სატენდერო პარამეტრებს;
** გაუწევს "სგწკ"-ს კონსულტაციას მიწოდებული მასალების ხარისხზე და საჭიროების შემთხვევაში გადახედავს პროექტებსა და ნახაზებს;
** განიხილავს და/ან მოამზადებს სამშენებლო კონტრაქტების ცვლილებების ბრძანებებს;
** განიხილავს მშენებლობის ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს/მოწოდებულ დოკუმენტებს;
** დაეხმარება "სგწკ`-ს ტენდერის პრეტენდენტის ტექნიკური წინადადებების შეფასებაში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში;
** მოამზადებს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ ნაწილს;
** გაუწევს კონსულტაციას "სგწკ"-ს კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით;
** ითანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან სამშენებლო ეტაპზე წარმოქმნილ პროექტირებასთან დაკავშირებულ საკითხების მოსაგვარებლად;
** საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ობიექტზე ვიზიტებს;
** ჩართული იქნება დასრულებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობაზე მონიტორინგში.

მოთხოვნები:

** სამოქალაქო ინჟინერს უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ინჟინერიის დიპლომი ან მსგავსი კვალიფიკაცია და თავისუფლად საუბრობდეს ინგლისურ ენაზე.
** სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მასშტაბური სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში -უკეთეს შემთხვევაში, წყალმომარაგების მაგისტრალების, განაწილების ქსელების, წყალარინების სისტემებისა და წყლის/ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით;
** საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება, აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელო გაიდლაინების (ინსტრუქციების) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** უნდა იცნობდეს FIDIC-ის კონტრაქტის პირობებს, კარგად იცნობდეს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენცია:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, ასევე სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზებისა და კონტროლის უნარი ხარისხიანი შედეგის უზრუნველსაყოფად;
** ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი და საკითხების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის უნარის დემონსტრირება;
** კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან როგორც ტექნიკურ, ასევე არატექნიკურ საკითხებზე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარის ფლობა;
** სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიასთან დაკავშირებული იდეებისა და გეგმების თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად განხილვის პრაქტიკა;
** სხვებთან კონსულტაციის გავლა და მუშაობისას საჭირო სამუშაო ურთიერთობების ცოდნა;
** ტექნიკური ან საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო პრინციპების/ცოდნის გამოყენებით;
** სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში ამოცანების გადაჭრის უნარი;
** სამოქალაქო ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმიზაციის უნარი;
** სამოქალაქო ინჟინერიის პრობლემების გადაჭრის საბოლოო გზების შემუშავების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია