Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676447&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დილერებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიის შეთავაზებების პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება;
** კლიენტების მოთხოვნების სწორად დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომპანიაში;
** გაყიდვების შედეგების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშგება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია კორპორატიული ან სატელეფონო გაყიდვები);
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).

რას გთავაზობთ?

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის #2;
** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო საათები : 09:00 - 18:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება + კვარტალური ბონუსი
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო);
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 22 ნოემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია