Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676445&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

ვის ვეძებთ?

ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც სტრატეგიულად მართავს და აანალიზებს ციფრულ კამპანიებს Meta-სა და Google-ის პლატფორმებზე და ამავდროულად, ფლობს კრეატიულ უნარებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, ეფექტური კონტენტის შესაქმნელად. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და მარკეტინგული მიზნების მიღწევას ციფრულ არხებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) სტრატეგიული მართვა, მათ შორის, კონტენტ გეგმისა და ყოველთვიური კალენდრის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** სარეკლამო კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და მართვა Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის პლატფორმებზე;
** შედეგების დეტალური ანალიზი და მონიტორინგი Google Analytics-ისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით; პერიოდული რეპორტების მომზადება, სადაც ასახული იქნება ძირითადი შედეგები (KPIs) და შემდგომი ნაბიჯების რეკომენდაციები;
** სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, მიმზიდველი და SEO-ოპტიმიზებული ტექსტების (ქოფის) შექმნა ციფრული რეკლამებისთვის, სოციალური მედიის პოსტების, ვებგვერდისა და Email, SMS მარკეტინგისთვის;
** ციფრული მარკეტინგის სფეროში არსებული ტრენდების, სიახლეებისა და საუკეთესო პრაქტიკების მუდმივი კვლევა და ახალი, ეფექტური მიდგომების ინტეგრირება კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიაში.

აუცილებელი უნარები და კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის, ან SMM მიმართულებით;
** Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის პლატფორმების სიღრმისეული ცოდნა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** Google Analytics-ის და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
** SEO-ს (Search Engine Optimization) საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია