Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: გორილლა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
შპს "გორილლა ჯორჯია" - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოკლე აღწერა:

შპს "გორილლა ჯორჯია", ენერგეტიკული სასმელების წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე. ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც დაემატება ჩვენს პროფესიონალ გაყიდვების გუნდს.

მთავარი მოვალეობები:

** არსებული და ახალი კლიენტების ვიზიტი და შეკვეთების მიღება;
** პროდუქციის წარმოჩენა სავაჭრო ობიექტებში და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების გაზრდისა და დისტრიბუციის გაფართოების უზრუნველყოფა;
** პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი სავაჭრო წერტილების მოძიება;
** ანგარიშგების წარმოება გაყიდვების შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია FMCG ან სასმელების სექტორში);
** საკუთარი ავტომობილი აუცილებელია;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Outlook).

პირობები და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 1200 ლარი
** საბონუსე სისტემა: 1200 ლარამდე (შეფასების მიხედვით)
** საწვავის ხარჯს სრულად ანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: beqa.petriashvili@gorillaenergy.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "პრისელერი - თბილისი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე