დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ედვინგსი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
სარეკლამო კომპანია "ADWINGS"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. #13 ნ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარიდან 2500 ლარამდე (გამოცდილებიდან გამომდინარე) + პროცენტული გამომუშავება.
ფუნქცია- მოვალეობები:
** ახალი შემკვეთების მოძიება, შეხვედრის ჩანიშვნა და პროდუქციის გაცნობა პრეზენტაციის სახით;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** მიღებული შეკვეთების და პროექტების ანალიზი და სრული კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში)
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენები: რუსული, ინგლისური - (აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა).
სასურველია:
** პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს განათლებას მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** პრიორიტეტი მიენიჭება გამოცდილების ქონას აღნიშნულ სფეროში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი პროფესიონალიზმი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართულად მეტყველება.
გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@adwings.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი"- წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|