Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676403&print=yes&view=jobs
 
HoReCa პრისელერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa პრისელერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HoReCa პრისელერის პოზიციაზე (სასტუმრო, კაფე, ბარი, რესტორანი), ბათუმში.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7 UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს "Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ჰორეკა მენეჯერთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ჰორეკა მიმართულებით, გაყიდვების სფეროში, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია);
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება ფიქსირებული 1100 ლარი + ცვლადი დანამატი (თვეში მაქსიმუმ 3350 ლარამდე, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯი;
** საწვავი;
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " HoReCa პრისეილერი ბათუმში " მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 22/11/2025 წ.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია