Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ, გახდეთ მძღოლი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო და დროული გადაყვანა განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით (28 ადგილიანი მიკროავტობუსი);
** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** მშობლებთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** მართვის მოწმობა D კატეგორიის;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სანდოობა და ყურადღებიანობა.

სამუშაო პირობებო: ყოველდღე
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მძღოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე