Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 676358_07_25_danartebi_3552670.zip
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა

1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგიისა და ციტოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
3. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შინაგანი მედიცინის მიმართულებით (1 ვაკანსია)
4. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით (1 ვაკანსია)
5. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კვლევითი უნარების მიმართულებით (1 ვაკანსია)
6. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფიზიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
7. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კარდიოქირურგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** განათლება - დოქტორის აკადემიური ხარისხი
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა - ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
** სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ში ინდექსირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს
** კლინიკური გამოცდილება - ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს კლინიკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 5 წელი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე)
** ქართულ და ინგლისურ ენებზე ლექციის ჩატარების უნარი

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით)
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით)
** პირადობის მოწმობის ასლი
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/en/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
** საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის/მომიჯნავე სპეციალობაში (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
** კლინიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
** ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით)
** საგნის სილაბუს (ებ)ი;
** სხვა ინფორმაცია, რომელიც, მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე კანდიდატის წარმოჩენისთვის

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის საჯარო პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2025 წლის 24 და 25 ნოემბერს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 26 და 27 ნოემბერს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2025 წლის 2 დეკემბერი.

კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდეს 2025 წლის 5 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. ჩვენი მრავალფეროვანი გუნდი 1500-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე