დასახელება:
MEP პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
შპს "ზერონი" მომხმარებელს სრულ MEP მომსახურებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზერონისგან დამკვეთებს არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ. "ზერონი" იყენებს პროექტირების უახლეს მეთოდს - BIM-ს (შენობის ინფორმაციული მოდელირება), რაც მოიაზრებს შენობაში ყველა სისტემის 3D ვიზუალიზაციას.
"ზერონი" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.zerone.ge
"ზერონი" აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სრული MEP (ელექტრო, ვენტილაცია, წყალმომარაგება და სხვა საინჟინრო სისტემები) სამშენებლო პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მართვა;
** MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება, პროექტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
** პროექტის შესრულების გეგმისა და პროცედურების მომზადება, შეთანხმება, პერიოდული განახლება და შესრულებაზე კონტროლი;
** პროექტში ჩართული ყველა მხარის ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი, მონაწილე მხარეებთან კომუნიკაცია და დავების გადაწყვეტა;
** სამუშაოების დროის დეტალური გრაფიკის შედგენა და პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების განსაზღვრა;
** რისკების შეფასება, მათი მართვის გეგმის მომზადება და პრობლემების პრევენცია;
** პროექტის ნახაზებისა და დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო ცვლილებების შეთანხმება და მათი შესრულების კონტროლი;
** ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გადახდების გეგმის მომზადება;
** სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა და შესრულების მეთოდების შემოწმება;
** ფორმა N2-ის შედგენა (შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი);
** სხვა საჭირო ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში და პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კოორდინაციის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 22 ნოემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი`" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის " ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|