დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა " მედი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 3500 ლარი net.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ: 4000 ლარი net.
ჩვენი მთავარი ბუღალტერი 20-წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ გადის პენსიაზე და ახლა ვეძებთ ახალ კანდიდატს, რომელიც ჩაიბარებს ბუღალტერთა გუნდის ხელმძღვანელობას. არსებული გუნდი უზრუნველყოფს ერთწლიან სრულ მხარდაჭერას კონსულტაციისა და მენტორობის ფორმატში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ინფო-საწარმო "-ს სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
** სასურველია პროგრამა "1C " - ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
** სამოქალაქო, საბაჟო, შრომის, ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობა;
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, სალარო აპარატების გამოყენების, ანგარიშგების და საქმიანი და ფინანსური საქმიანობის რეგულაციები;
** ტრანზაქციების დამუშავების პროცედურა და დოკუმენტების ნაკადის ორგანიზება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროებში;
** ფინანსური ანგარიშსწორების ფორმირების ფორმები და პროცედურები;
ინვენტარის და სხვა ფასეულობების მიღების, შენახვისა და ხარჯვის პროცედურა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზება გაუწიოს და უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის სპეციფიკის შესაბამისად;
** მზადყოფნა არსებული პროგრამიდან 1С-ზე გადასვლის პროცესის მართვისა და კოორდინაციისთვის;
** კომპანიის საქმიანობის სტრუქტურისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** უზრუნველყოს კომპანიასა და მის დანაყოფებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რაციონალური ორგანიზება თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების საფუძველზე;
** ქონების, ვალდებულებებისა და საქმიანი ტრანზაქციების აღრიცხვის, ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვის ორგანიზება;
** ხელფასის ანგარიშსწორების კანონიერების, დროულობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საგადასახადო ანგარიშგების ანალიზის ჩატარება;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების უსაფრთხოებისა და დადგენილი წესით არქივში მათი წარდგენის უზრუნველყოფა.
საქმიანი თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ;
** კომპანია საერთაშორისოა და გასაუბრება ჩატარდება უცხოურ ენაზე: ინგლისურ ან რუსულ ენაზე კანდიდატის სურვილის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2025 წლის 22 ნოემბრამდე - https://medi.selfrecruit.ge/cb034a7b-3fbf-4d8a-aea5-82c7749bc556
|
|
|
|