დასახელება:
სასტუმროს ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო გრაფი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
ძველ თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარე, 4 ვარსკვლავიანი "სასტუმრო გრაფი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
ვალდებულებები:
** სტუმრების მიღება /განთავსება და რეგისტრაცია პროგრამაში
** გადახდების გატარება და მოწესრიგება
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა
** საბუთების ორგანიზება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა
უნარები:
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** კვებას.
სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 ცვლა, 12 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება - თვეში 1100 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე, ელფოსტაზე: graftbilisi@gmail.com.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "სასტუმროს ადმინისტრატორი".
ტელ: 511 22 55 00
|
|
|
|