Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: როიალ თრეიდინგ გრუფ
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია შპს "როიალ თრეიდინგ გრუფ"-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა;
** პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.
** კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლების სხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით;
** 5+ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მთავარი ბუღალტერი);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** Fina-ს პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;

სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი დღე დასვენება
ანაზღაურება: 3000-4000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
მის: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის N38

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@royalhouse.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 62 33 77.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე