დასახელება:
ფოტო-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ფოტოცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ოპერატორის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" ქართული ფოტო მომსახურების კომპანიაა, ჩვენ გვაქვს 3 ფიზიკური ფილიალი თბილისში, 1 ონლაინ მაღაზია: photocenter.ge და ჩარჩოების საამქრო თავისუფლების მოედანზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:
FB: https://www.facebook.com/photocenter.ge/
IG: https://www.instagram.com/photocenter.ge/
ვებგვერდი: www.photocenter.ge
რას საქმიანობს ფოტო ოპერატორი "ფოტოცენტრში"? პირდაპირ კონტაქტშია მომხმარებლებთან, ბეჭდავს ფოტოებს სპეციალურ ბეჭდვის დანადგარზე, მუშაობს ასლგადამღებ დანადგართან, მომხმარებლებს უღებს საპასპორტო ფოტოებს, ამუშავებს და ბეჭდავს. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს ფოტოშოპში: ფოტოს ფერებზე და ხარვეზებზე დამუშავება, მოჭრა, ფერების ბალანსი და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული მომსახურება: ფოტოს დამუშავება, მოჭრა, საბეჭდი ფაილების მომზადება;
** ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა: ფოტოების ბეჭდვა, ფერების ბალანსი;
** საპასპორტო სურათების გადაღება, დამუშავება და დაბეჭდვა.
აუცილებელია:
** Adobe Photoshop-ის ცოდნა
** Word/ excel - საბაზისო დონე
** ინგლისური ენის ცოდნა
** ფერების სწორი აღქმის უნარი (ყველა კანდიდატი შემოწმდება გამოსახულების სწორი ფერების აღქმის უნარზე)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დასმის და სიტუაციის კონტროლის უნარი.
სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: ceo@photoplaza.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფოტო-ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|