Робота для біженців з України
დეველოპმენტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეველოპმენტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: TOWN SQUARE
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "თაუნ სქვერი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერულ კომპანიაში დეველოპმენტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გლობალური ტექნოლოგიები", დაფუძნებულია 2001 წელს. ჩვენი გუნდი, 22 წელია ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - თაუნ სკვერის მშენებლობას თბილისში. კომპლექსი შედგება 3 კორპუსისგან. ის მოიცავს ქალაქის ტიპის მოედანს გამწვანებითა და შადრევნით.

კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://townsquare117.ge

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის არსებული მომხმარებლებისა და უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირებისთვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება-გაყიდვა;
** უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** აუცილებელია დეველოპერულ კომპანიაში დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 4, 500 ლარი და ბონუსი ყოველ გაყიდულ აპარტამენტზე 0, 25% გადასახადების გარეშე;
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "კვალიფიცირებული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე