დასახელება:
Tiktok-Reels კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
ვებაპი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
ვინ ვართ ჩვენ:
თუ გიყვართ სილამაზის ინდუსტრია, ხალხთან კომუნიკაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ამავდროულად, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. "Webapp" აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
თუ გიყვარს ვიდეოგადაღება, გხიბლავს სხვადასხვა სივრცის ატმოსფეროს გადმოცემა და გინდა შენი იდეებით შექმნა საინტერესო ვიზუალური ამბები, ეს პოზიცია შენთვისაა!
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს Tiktok-Reels კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო გარემო: საოფისე/ვიზიტები
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორი ბიზნესების (სილამაზის სალონები, სპა ცენტრები, სტომატოლოგიური კლინიკები და სხვ.) ვიზიტების დაგეგმვა და კონტენტის კალენდრის შედგენა;
** ვიდეოგადაღებების ორგანიზება პარტნიორ კომპანიებთან, მფლობელებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** ობიექტებზე ვიზიტი და სმარტფონის საშუალებით ავთენტური, ვიზუალურად მიმზიდველი ვიდეო კონტენტის შექმნა;
** მოკლე ფორმატის ვიდეოების მონტაჟი ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა Instagram Reels, TikTok და YouTube Shorts, მობილური აპლიკაციების (მაგალითად CapCut) გამოყენებით;
** კრეატიული კონცეფციების შემუშავება, რომლებიც თითოეული პარტნიორი ბიზნესის უნიკალურ სტილსა და ატმოსფეროს წარმოაჩენს;
** სოციალური მედიის უახლესი ტრენდების, მუსიკისა და ვიდეოფორმატების მუდმივი მონიტორინგი, რათა კონტენტი იყოს თანამედროვე, აქტუალური და დამაჯერებელი;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან საერთო კამპანიების შემუშავებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** დადასტურებული გამოცდილება სოციალური მედიისთვის მიმზიდველი და დინამიური მოკლე ვიდეოების შექმნაში (გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ პორტფოლიო ან თქვენი ნამუშევრების ბმულები);
** მობილური ვიდეომონტაჟის აპლიკაციების, განსაკუთრებით CapCut-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, რომელიც საშუალებას გაძლევს მარტივად დაამყარო ურთიერთობა სხვადასხვა ბიზნესთან;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გეგმებისა და კონტენტის კალენდრის დაცვით მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება.
დამატებითი ინფორმაცია:
** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 57 / ვიზიტები კლიენტებთან
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|