Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676311&print=yes&view=jobs
 
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ინსი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "ინსი" 2007 წლიდან ახორციელებს სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოებს და საინჟინრო ქსელის მოწყობას. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია აქტიური დამსაქმებელია და თანამშრომლებს სთავაზობს მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს.

კომპანია "ინსი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სტრუქტურული დაქვემდებარება: მშენებლობის მენეჯერი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო ადგილი: თბილისი;

პოზიციის მიზანი: სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა, დამტკიცებული გეგმის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. ხარისხისა და ვადების კონტროლი. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და ყოველდღიური პროცესის მართვა ობიექტზე;
** სამუშაო ჯგუფების დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების და ტექნიკის გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების ხარისხის, გრაფიკისა და მოცულობის ზედამხედველობა;
** ნახაზებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშგება ტექნიკურ ინჟინერთან ან სამშენებლო მენეჯერთან;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხარვეზებისა და რისკების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის ღონისძიებების ორგანიზება;
** სამუშაო პროცესში ჩართული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
** მშენებლობის მენეჯერთან მჭიდრო, კოორდინირებული საქმიანობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატის პოზიციაზე;
** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების ცოდნა;
** ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა;
** სამშენებლო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და საჭიროებისამებრ AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

უცხო ენის ცოდნა:

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზებული და მიზანმიმართული მუშაობის უნარი;
** ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობა სხვადასხვა თანამშრომელთან;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@insi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, თავსებადობის შემთხვევაში.

კომპანია "ინსი" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია