დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
ჩვენი ბრენდის სასტუმრო იმერეთში ეძებს ფინანსურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვას და კონტროლს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს ფინანსური პოლიტიკის, ბიუჯეტებისა და ანგარიშგებების მართვა;
** ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზირება;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლების შეფასება;
** ფინანსური კონტროლინგის ფუნქციები — ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ხარჯების კონტროლი, ფინანსური რისკების შეფასება და მართვა;
** ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისა და ინვესტორებისთვის;
** აუდიტის პროცესებში მონაწილეობა და საგადასახადო ანგარიშგებების კოორდინაცია;
** ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საჭირო მოთხოვნები:
** ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინ. 3 წლიანი გამოცდილება (სასტუმროს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და კონტროლინგის პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური პროგრამებისა და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შესაძლებლობას, ჩაერთოთ სასტუმროს ფინანსური პროცესების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას შემდეგ ელ-ფოსტაზე: careervacancy81@gmail.com.
|
|
|
|