Робота для біженців з України
ელექტრონული კომერციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონული კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 38 საცალო ფილიალს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებსაიტის ბექლოგი და დეველოპმენტ გუნდთან მუშაობა;
** ვებსაიტის ინტეგრაციები: ERP/POS/საწყობი, გადახდები/ინვოისები, კურიერი/დელივერი, ფასები/მარაგი, live-sync პროდუქტების/კატალოგების მართვა;
** კომპანიის ელექტონული კომერციის ზრდის სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** ვებსაიტის ფუნქციების ოპტიმიზაცია, განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ონლაინ კამპანიებისა და აქციების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის ყველა E-commerce პლათფორმის (Wolt, Glovo და სხვა) კოორდინირება და მართვა;
** ტრაფიკისა და კონვერსიის ანალიზი (Google Analytics, Meta ads, CRM ან/და სხვა პლათფორმები);
** მომხმარებლის გამოცდილების (UX/UI) გაუმჯობესება და შოპინგ პროცესის ოპტიმიზაცია;
** SEO და SEM კამპანიების დაგემვა და მონიტორნიგი;
** გაყიდვების მაჩვენებლის მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
** თანამშრომლობა შიდა დეპარტამენტებთან ელექტრონული კომერციის ინიციატივების შეუფერხებლად შესრულების უზრუნველსაყოფად.

სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბისნესის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება E-commerce Manager -ის პოზიციაზე პროექტების მართვის;
** ციფრული მარკეტინგისა (SEO, PPC, Social Media) და ანალიზის (Google Analytics, Excel) გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა;
** ნოვატორული აზროვნება და ბაზრის ტენდენციების აღქმა;
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა;
** ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
** ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრონული კომერციის მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე