დასახელება:
პროდუქტების მენეჯერი - Public Cloud Services
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
"UGT Cloud"-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ჩვენი საჯარო ქლაუდ სერვისების პროდუქტების განვითარებას, იმ მიზნით რომ უზრუნველყოს კონკურენტუნარიანობის, ბაზრის წილისა და შემოსავლების გრძელვადიანი ზრდები.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის, კონკურენტული შეთავაზებებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
** პროდუქტების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** ახალი პროდუქტების და ფუნქციონალის შექმნა, არსებული შეთავაზებების გაუმჯობესება;
** გუნდებს შორის (ინჟინერია, ოპერაციები, გაყიდვები, მარკეტინგი) კოორდინაცია და წარმართვა;
** პროდუქტის გაშვების, ოპერირების და განვითარების პროცესის წარმართვა;
** პროდუქტების ეფექტურობის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** პროდუქტების კატალოგის სტანდარტების განსაზღვრა (SKU, კონფიგურაციები, ფასები);
** ვენდორებთან ურთიერთობა, ტექნიკური და საფასო პირობების შეთანხმება;
** ჩართულობა კლიენტების მხრიდან პროდუქტებით დაინტერესება-შერჩევის პროცესში;
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების გატარება;
** ინდუსტრიული ტენდენციების მონიტორინგი და ინოვაციების დანერგვა.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** სხვადასხვა ქლაუდ პლატფორმების (AWS, Azure, OVH Cloud, Digital Ocean) და მათი სერვისების სიღრმისეული ცოდნა;
** უნარი, განსაზღვროს პროდუქტის ხედვა, შეიმუშაოს სტრატეგია და განვითარების საგზაო რუკა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან;
** დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების ფორმალიზების გამოცდილება.
ენები
** ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: 3-5 წლიანი გამოცდილება Product Manager / Product Owner პოზიციაზე, სასურველია IT / Cloud სფეროში.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** დამატებითი ინფორმაცია
რატომ UGT Cloud?
** UGT Cloud ქართული ბაზრის ლიდერია და ეს არის შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ სფეროში;
** საინტერესო პროექტები, მოწინავე ტექნოლოგიები და პროფესიონალების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა დაეუფლო ახალ ცოდნებს და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკაცია;
** კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები მიღწევებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1123/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|