დასახელება:
შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
Metta
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
კომპანიის შესახებ:
"მეტტა" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ჩვენ ვახორციელებთ სამშენებლო პროექტებს და ვთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, დაწყებული საპროექტო-საძიებო სამუშაოებიდან, დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით.
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ვიყოთ სანდო პარტნიორი სამშენებლო სფეროში და უზრუნველვყოთ პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება.
მეტტას საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს და მოტივირებულ, აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.metta.ge
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ორგანიზაციულ კულტურას და სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
"მეტტა/Metta" ეძებს გუნდის ახალ წევრს შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის პოზიცია მოიცავს კომპანიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური ოპერაციების სრულყოფილ მართვას. ამ როლში თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომწოდებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე, მასალების დროულ და ეფექტიან მომარაგებაზე და ლოჯისტიკური პროცესების მართვასა და ოპტიმიზაციაზე.
პასუხისმგებლობები და ამოცანები:
** უზრუნველყოს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, რომელიც შეესაბამება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს;
** უზრუნველყოს მომწოდებლების ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და სანდო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
** უზრუნველყოს შესყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა, საუკეთესო პირობების (ფასი, ხარისხი, მიწოდების დრო) მიღწევის მიზნით;
** უზრუნველყოს სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური დონის შენარჩუნება და მარაგების მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირება;
** უზრუნველყოს ლოჯისტიკური პროცესების (ტრანსპორტირება, დასაწყობება) დაგეგმვა და კოორდინაცია, დანახარჯების ოპტიმიზაციის გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ეფექტიანი მართვა, მათთვის მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, ან მომიჯნავე სფეროში.
პროფესიული ცოდნა:
** შესყიდვების სტრატეგიების, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების და ლოჯისტიკური ოპერაციების მართვის საფუძვლიანი ცოდნა.
** შესყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის და ინსტრუმენტების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით სამშენებლო სფეროში, მათ შორის მინიმუმ 1 წლიანი მენეჯერულ როლში.
განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|