Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: რუსთავის აზოტი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
** სახელფასო განაკვეთი: 2000-2500 ლარი

მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება და კამპანიების დაგეგმვა;
** საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქტის ტექნიკური და ფუნქციური თავისებურებების საფუძვლიანი შესწავლა;
** პროდუქტის პოზიციონირების განსაზღვრა შესაბამის სამიზნე სეგმენტებში;
** ბაზრის კვლევა — მომხმარებლის ქცევის, მოთხოვნისა და ტენდენციების ანალიზი;
** კონკურენტების დეტალური ანალიზი (ფასი, ხარისხი, პოზიციონირება, კომუნიკაცია);
** გაყიდვების მონაცემების და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი;
** სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა (ონლაინ და ოფლაინ არხებში);
** სოციალური მედიის მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
** ღონისძიებების, გამოფენებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
** თანამშრომლობა შიდა გუნდებთან (გაყიდვები, წარმოება, PR, ლოჯისტიკა, შესყიდვები);
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის, ბიზნესის, სტატისტიკის ან კომუნიკაციების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი;
** ციფრული მარკეტინგის პლატფორმების ცოდნა (Meta Ads, Google Ads, Analytics, SEO);
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულად და ინგლისურად;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივა, კრეატიულობა და ბიზნესის ხედვა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე