დასახელება:
ექსპორტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთის დახარისხება და წარმოებაში გაგზავნა:
** მიღებული შეკვეთების გადამოწმება
** დახარისხება პროდუქტის ტიპის და რაოდენობის მიხედვით
ინვოისის შექმნა:
** ინვოისის შევსება დახარისხება პროდუქტების და ფასების მიხედვით
საბუთების შეგროვება ვეტ-სერტიფიკატისა და წარმოშობის სერტიფიკატისთვის:
** საჭირო დოკუმენტაციის მოძიება
** განაცხადების მომზადება და წარდგენა შესაბამის სტრუქტურებში
ვეტ-სერტიფიკატის ამობეჭდვა:
** სერტიფიკატის ამობეჭდვა შესაბამის ფორმატში
დეკლარაციისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მძღოლების მიხედვით დალაგება
** საბუთების სრული პაკეტის შედგენა
** მძღოლების მარშრუტებისა და ავტომობილის ტიპის მიხედვით საბუთების დალაგება
** საბოლოო პაკეტის გაგზავნა დეკლარაციისთვის პასუხისმგებელ პირს/განყოფილებას
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინ. B2).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 15 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ექსპორტის სპეციალისტი".
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
|
|
|
|