Робота для біженців з України
ლაბორატორიის სპეციალისტი - ზემო ფონიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე, ხარისხსა და შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - დინამიური, მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სთ) დღის და ღამის ცვლა
ანაზღაურება - 1300 ლ. (Net), 9 თვის შემდგომ - 1600 ლ.
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და ტესტების ჩატარება დადგენილი პროტოკოლებისა და პროცედურების მიხედვით;
** მზა საკვების და ნედლეულის ნიმუშის აღება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და რეპორტინგი;
** გარე ლოკაციებზე/გარე საწყობებში ნიმუშების აღება;
** ანალიზის შედეგების აღრიცხვა/დამუშავება და დანადგარების მოვლა, კალიბრაცია;
** გარე ლაბორატორიული კვლევებისთვის/ნიმუშების მომზადება გასაგზავნად;
** გარე ლაბორატორიული შედეგების მიღება/დამუშავება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური (B1) და რუსული ენების ცოდნა (A2);
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 20 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლაბორატორიის სპეციალისტი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე