დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Saatchi & Saatchi Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
Saatchi & Saatchi არის კრეატიული სააგენტო ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით. ის დაარსდა ლონდონში 1970 წელს და აქვს ოფისები მსოფლიოს 76 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს ბიზნესის განვითარებაში და სწორი კომუნიკაციის დამყარებაში მათ აუდიტორიასთან.
ამჟამად ვეძებთ ნიჭიერ ახალგაზრდას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მზა კონტენტის განთავსება სოციალურ არხებზე (Facebook, Instagram და სხვა)
** კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე დროული პასუხის გაცემა
** სოციალური მედიის ტრენდების მონიტორინგი და გაზიარება გუნდთან
** არსებული კონტენტის რედაქტირება საჭიროებისამებრ
** გვერდის აქტიურობების ყოველდღიური მონიტორინგი
** მომხმარებლებთან პოზიტიური კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** სოციალურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი წერითი და კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე, ორშაბათი-პარასკევი
** კვირაში 1 დღე დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა
** ოფისში მუშაობა კვირაში 4 დღე
** ანაზღაურება: 800 ლარიდან
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე, რომლის გასვლის შემდეგაც გადაიხედება ხელფასი
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შევუწყობთ ხელს სწავლაზე
კარიერული შესაძლებლობები:
** ჩვენს სააგენტოში არსებობს მრავალი განვითარების შესაძლებლობა
** სოციალური მედია მენეჯერის პოზიცია წარმოადგენს კარიერის საწყის საფეხურს სააგენტოში
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლოთ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულება და გაიზარდოთ პროფესიულად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: ana.kochuashvili@publicis.ge
გმადლობთ ინტერესისთვის!
|
|
|
|