Робота для біженців з України
სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.

2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.

პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს "ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.all-p.ge

"ოლ-პი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმართულებისთვის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა მიმართულების მარჟის დაგეგმვა და პერიოდული მონიტორინგი;
** გეგმებთან ჩამორჩენისა ან/და გადაჭარბების რეპორტების წარმოება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების დასახვა;
** მიმართულების დებიტორული დავალიანებების ყოველთვიური კონტროლი;
** მიმდინარე პროექტების ავანსების კონტროლი შესყიდვებსა და ბუღალტერიასთან ერთად, შემდგომი ფულის დეფიციტის თავიდან არიდების მიზნით;
** მიმდინარე თვის ფორმა ორების დროულად დაწერის უზრუნველყოფა;
** შესყიდვებისთვის შესყიდვების გეგმის წარმოება და ლაივ რეჟიმში კორექტრება;
** საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და პროექტების პირველადი ფასწარმოქმნისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის დადასტურება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის თვითღირებულების დადასტურება;
** პროექტი გასაყიდი ფასის ფორმირებაში მონაწილეობა/დადასტურება;
** პროექტის გეგმა-გრაფიკის გაწერა და მართვა;
** პროექტის/საქმის წარმოების ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** დამკვეთი, ქვეკონტრაქტორი;
** არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა (კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში დათხოვნა);
** არსებული დაქვემდებარებული კადრებისათვის სამოტივაციოს სისტემის შემუშავება;
** პროექტის/საქმის წარმოების ხარისხის მონიტორინგი (შეუსაბამობების მაკორექტირებელი ღონისძიებების მართვა);
** პროექტის დაგეგმილი ვადების დარღვევისა და ხარისხის არასათანადო შესრულების გამო კომპანიისთვის მიღებულ ფინანსური ზარალში პასუხიმგებლობა;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** ქვე-კონტრაქტორების და ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** პროექტში არსებული გადაცდომების კომუნიკაცია ტექნიკურ დირექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის ინფორმირება (კომპანიის მხრიდან შესაბამის რესურსით გამოსასწორებელი სამუშაოების დაგეგმვა);
** დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული ქვეკონტრაქტორების ბაზის წარმოება/შეფასება;
** მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე