Робота для біженців з України
ბავშვთა ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქველმოქმედო ფონდი აი ია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ რეაბილიტაციის ცენტრი "აი ია", რომელიც მუშაობს სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან.

ჩვენი მიზანია ყოველი ბავშვის სრული პოტენციალის განვითარება ინტერდისციპლინური მიდგომით — ცენტრში წარმოდგენილია აუდიო-ვერბალური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა და არტ თერაპია, ასევე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამები.

ადგილმდებარეობა: ქ, თბილისი, ვაკე.
პოზიცია: ბავშვთა ფსიქოლოგი
დასაქმების ტიპი: ინდივიდუალური კონტრაქტის პირობებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
** ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე მუშაობა
** მშობელთა კონსულტირება და მხარდაჭერა
** თანამშრომლობა ცენტრში მომუშავე სხვა სპეციალისტებთან (AVT, მეტყველების თერაპევტი, არტ/მუსიკა თერაპევტი და სხვა)
** ბავშვის განვითარების პროცესის დაკვირვება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** სოციალური და ემოციური უნარების განვითარების თეორიებისა და პრაქტიკული მიდგომების ცოდნა
** მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობის უნარი

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ემპათია
** მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობის უნარი
** დისციპლინირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoaiiafoundation@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 555758822

სმენადარღვეულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი "აი ია"თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე