Робота для біженців з України
მოლარე - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: მარნეული;

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის დათვლა, შემოწმება და შენახვა;
** სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** არასაკრედიტო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა, გეგმების შესრულება;
** არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის განხორციელება;
** სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
** მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
** სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;
** რეგულარული რეპორტინგი სალაროს საქმიანობაზე;
** საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/a3xRLZKc და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე