Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი საინჟინრო სისტემების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი საინჟინრო სისტემების მიმართულებით
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის 27 (აშენდის სავაჭრო ცენტრი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების გაყიდვების პროცესის მართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარმოდგენა დამკვეთებისთვის;
** მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება და გაყიდვების პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
** გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების შესრულება;
** მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკურ გუნდთან კლიენტის მოთხოვნების დასაზუსტებლად;
** ანგარიშების მომზადება ყოველთვიურად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია საინჟინრო სფეროში);
** სასურველია ტექნიკური ნახაზების და საინჟინრო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილების მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციაში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
** მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge

"სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე