Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ფინანსურ დეპარტამენტში.

თუ ხართ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული ფინანსების მიმართულებით და დაინტერესებული ხართ კარიერით ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, ჩვენ გთავაზობთ:

** უნიკალური შანსს, მიიღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორის წამყვან კომპანიაში;
** იმუშაოთ პროფესიონალთა გუნდთან ერთად - თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ფინანსური აღრიცხვა პრაქტიკაში კომპანიის მთავარი ბუღალტრისა და წამყვანი ბუღალტრის მენტორობით ისწავლოთ;
** სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასრულებისთანავე გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი!

სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:

** კომპანიის პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია.
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებში მონაწილეობა.
** ყოველდღიური სააღრიცხვო ოპერაციების შესრულებაში დახმარება.

სტაჟირების არსებითი პირობები:

** სტაჟირების გავლის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-იდან 6 თვემდე, შემდგომი დასაქმების რეალური შესაძლებლობით
** ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 600 ლარი
** სამუშაოს გრაფიკი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული საათებით, ლექციებისა და გამოცდების გათვალისწინებით. ოფისის ოფიციალური სამუშაო განრიგია: ორშ-პარასკევი, 09:30 -18:30 სთ, შესვენება 1 საათი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ფინანსების, აუდიტის, ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული.
** Microsoft Office, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებული, მაღალი მოტივაციით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გაზიარებას.

განაცხადის ბმული: https://wkf.ms/4pnQRRV

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ work@giec.ge

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე