დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თბილისი მარკეტ
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი სპარის მეგობარი კომპანია შპს "თბილისი მარკეტ" აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ქსელურ სუპარმარკეტებში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel/Word)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
** ნავაჭრის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** მარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის აღწერის წარმოება
** მაღაზიის გაყიდვების ანალიზი
** სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე abuashviliirakli@gmail.com და sofio.galdava@gamil.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის მაღაზიის მენეჯერი დასახელება
კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|