Робота для біженців з України
მარკეტინგის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დირექტორი
მომწოდებელი: ცურ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: "TSUR GROUP" არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონული მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.

ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" "ბიზნეს ლაბორატორია და სხვა. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

TSUR GROUP-ის კომპანიებისთვის, კომპანია "არომაკოსთვის", კომპანია "ნამი 8"-სთვის და კომპანია "ლალინისთვის" ვეძებთ გუნდის ახალ ლიდერს მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელსაც შეუძლია სტრატეგიული მარკეტინგული ხედვების დასახვა და განხორციელება. ჰოლდინგის ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე აქტიური წარდგენა, შესაბამისი გუნდების ჩამოყალიბება და მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** ჰოლდინგის კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბრენდების სტრატეგიული პოზიციონირება და განვითარების გეგმის მართვა;
** მარკეტინგის წლიური ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა და მართვა;
** KPI-ების დადგენა, მარკეტინგის შედეგების და ROI-ს გაზომვა.
** ბრენდების პლატფორმებისათვის კონტენტის, საკომუნიკაციო ინფორმაციის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;
** ციფრული, სოციალური და ტრადიციული მედიასაშუალებების მეშვეობით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდების გაყიდვების გეგმების შემუშავების პროცესში - სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე, შესაბამისი დამუშავებული ინიციატივების წარდგენა და სრული ჩართულობა, რომელიც ხელს შეუწყობს კონვერსიებს;
** მომხმარებლის გამოცდილებაზე (online and offline) მუდმივი დაკვირვების უზრუნველყოფა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტების ინიცირება;
** ლიდების მოზიდვის მიმართულებით ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტალური/წლიური შედეგების მუდმივი მონიტორინგი და მათგან გამომდინარე, საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია ან/და დამატებითი აქტივობების შემუშავება;
** გუნდის მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** აქტიური თანამშრომლობა გუნდებთან (გაყიდვები, მომსახურება, PR, პროდუქტის განვითარება, სარეკლამო სააგენტოები, მედია პარტნიორები, კრეატიული გუნდები და ა.შ.), საერთო მიზნების მისაღწევად;
** მარკეტინგის ეფექტურობის გაზომვა, მარკეტინგული ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით;
** რეპორტინგი და ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან/და დაკავშირებულ სფეროში;
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება CRM პროგრამული უზრუნველყოფის და გაყიდვების ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა.

უნარები:

** სტრატეგიული აზროვნების და მართვის უნარი:
** ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის, მართვის და დელეგირების უნარი.
** გუნდის მართვის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsur-group.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ""მარკეტინგის დირექტორი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე