Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=676182&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს რესტორან "თაღში" მიმტანის პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #12;
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, I სმენა - 11:30-20:30, II სმენა - 17:00-02:00;
ანაზღაურება: 1100 ლარი (NET)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერვისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუს, კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** II სმენას მოემსახურება ტრანსპორტი სამუშაოს დასრულებისას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია