Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლიორი
მომწოდებელი: Omnic
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
შპს "სთეინლესი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლიორის პოზიციაზე.

მისია: ჭკვიანი საფოსტო ყუთების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა, დეფექტების შემცირება და წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესება. თქვენი მუშაობა აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

მოთხოვნები

** 1-2 წლიანი გამოცდილება ხარისხის კონტროლში ან მსგავს სფეროში.
** ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების წაკითხვა.
** საზომი ინსტრუმენტების (შუბინგ-ცირკული, მიკრომეტრი და სხვ.) გამოყენების ცოდნა.
** კომპიუტერული და ოფისის საბაზო პროგრამების ფლობა.
** ყურადღება დეტალებისადმი, სიზუსტე და მაღალი პასუხისმგებლობა.

ძირითადი მოვალეობები

** ნაწარმის ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე: ლითონის დამუშავება, შეღებვა, ლაზერით ჭრა, ღუნვა და შედუღება.
** დეტალების შესაბამისობის შემოწმება ტექნიკურ ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან.
** დეტალის ზომებისა და პარამეტრების გადასამოწმებლად საზომი ინსტრუმენტების გამოყენება.
** "ჩექლისტებისა" და ხარისხის დოკუმენტაციის შევსება.
** დეფექტური ნაწილების დაფიქსირება და ჩამოწერა.
** ანგარიშების მომზადება და შიდა დოკუმენტაციის წარმოება.

შესაძლებლობები და უპირატესობები

** თანამედროვე ჭკვიანი საფოტტო ყუთების წარმოებაში მონაწილეობა
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
** მხარდამჭერი გუნდი და გამოცდილ კოლეგათა გვერდში დგომა.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: anna.prikhodko@omnic.pro
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე