დასახელება:
გამოცდების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
English Book Education
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას გამოცდების ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორი სკოლებისთვის ტესტების (TOEFL, Versant და სხვ.) შეთავაზება;
** პარტნიორ სკოლებში საინფორმაციო პრეზენტაციების ჩატარება გამოცდების/ტესტების შესახებ;
** პარტნიორი სკოლებისთვის იმიტირებული გამოცდების შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორი სკოლების უზრუნველყოფა ონლაინ ტესტებით;
** პარტნიორი სკოლების ზედამხედველობა და მათი დახმარება მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესში;
** კანდიდატებისთვის და მათი მშობლებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოცდის შედეგების ახსნა;
** სტატისტიკური ანალიზის მომზადება და გაცნობა მშობლებისთვის/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის.
** საგამოცდო ნაშრომების მიღება, შემოწმება და დახარისხება;
** გამოცდების ოფიციალური ვებ-გვერდის განახლება შესაბამისი ინფორმაციით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (CEFR: B1+);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული თვისებები და უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გამოცდების ოფიცერი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|