დასახელება:
ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 900 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შიდა ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია;
** ბიზნეს მოთხოვნების შეფასება და მათზე მორგებული ანალიტიკური მიდგომების შემუშავება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება;
** პრეზენტაციების და სავიზუალიზაციო მასალის მომზადება;
** გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღება მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გზით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან (Excel, Power Point და სხვა)
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მონაცემებისა და პროცესების ანალიზის უნარი;
** ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შინაარსობრივი ინტერპრეტაციის უნარი;
** ბიზნეს მოთხოვნების ფორმულირების და მოდელირების უნარი;
** პრობლემის გონივრულად და არგუმენტირებულად გადაჭრის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზაციული პროცესების მხარდაჭერა
შერჩევის ფორმა: კანდიდატების შერჩევა განხორციელდება დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cci.company@gmail.com "Subject"- ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
|
|
|
|