დასახელება:
უსაფრთხოების ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი (ყულევის ტერმინალი)
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ინსპექტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - ტექნიკური/უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება - სასურველია სამშენებლო სფეროში, სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით.
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის ფლობა.
** დეტალებისადმი ყურადღება - ინსპექტირების დროს საფრთხისა და შეუსაბამობის საკითხების აღმოჩენის უნარი.
** პრობლემის გადაჭრის უნარი - უსაფრთხოებისა და შესაბამისობის გასაუმჯობესებლად ეფექტური გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიწოდების შესაძლებლობა.
** კომუნიკაცია - კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ან საოპერაციო ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირება, უსაფრთხოების რეგულაციების, კომპანიის პოლიტიკის მოთხოვნებისა და ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** პოტენციური საფრთხეების, არასწორი პრაქტიკისა და შეუსაბამო საკითხების იდენტიფიცირება და დროული გამოვლენა/რეპორტინგი.
** სამუშაო პროცესების განხორციელება ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების (მაგ., OSHA, ISO ან ადგილობრივი მოთხოვნები) შესაბამისად.
** უსაფრთხოების კანონმდებლობისა და ინდუსტრიული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნა და ცნობიერების მუდმივი განახლება.
** დეტალური ინსპექტირების ანგარიშების მომზადება და შენახვა, გამოსასწორებელი ქმედებების და რეკომენდაციების განხორციელება.
** ობიექტზე მომხდარი შემთხვევების, ინციდენტების და არაუსაფრთხო მოვლენების გამოძიება.
** ძირითადი მიზეზების დადგენა და პრევენციული ზომების განხორციელება მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
** თანამშრომლებისა და კონტრაქტორებისთვის უსაფრთხოების ლექციებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება.
** უსაფრთხოების ცნობიერების კულტურის ამაღლება და ობიექტის პერსონალის მიერ მათი შესრულების უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურად დანერგვის მიზნით.
** უსაფრთხოების შეხვედრებში მონაწილეობის რეგულარულად მიღება.
** ინსპექტირებების, ინციდენტების, გამოსასწორებელი ქმედებებისა და უსაფრთხოების შეხვედრების ზუსტი ჩანაწერების წარმოება და შენახვა.
** ყველა დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა აუდიტებისა და ინსპექციებისთვის.
** არსებული უსაფრთხოების პროცედურების, პროცესებისა და სისტემების გასაუმჯობესებლად, საჭიროებისამებრ რეკომენდაციების წარმოდგენა.
** უსაფრთხოების ახალ ტექნოლოგიებზე, ინსტრუქციებსა და მეთოდოლოგიებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება და მათი გამოყენება ობიექტზე შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 22.11.2025
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|