დასახელება:
ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოზედამხედველობის განყოფილების დაბალი ძაბვის ქსელის და აღრიცხვის კვანძების ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები
** უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
** ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
- MS Office (Word, Excel, Powerpoint)
- MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** მომხმარებლების ელ. ენერგიის აღრიცხვის მოწყობილობებზე საკონტროლო ჩვენებების აღება;
** წერტილოვანი შემოწმებების განხორციელება, ქსელის მოწყობილობების კონტროლი. აბონენტებისა და საზოგადოების შესაბამისი დოკუმენტაციის ემწ (ელექტრო მოწყობილობების მოწყობის წესები), ესქტეწ (ელექტრო სადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები), მეტეწ (მომხმარებლების ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები) და სხვა მოქმედ კანონებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესწავლა, ტექნიკური ინფორმაციის შერჩევითი კონტროლი და ანალიზი ტექნოლოგიური წუნისა და დარღვევების გამოვლენის მიზნით და მათი აღმოფხვრისათვის წინადადებების შემუშავება.
** ძალოვანი გამანაწილებელი კარადების მომხმარებელთა აღრიცხვის კვანძების კარადების ინსპექტირება და მდგომარეობის შეფასება;
** მომხმარებლების კარადებისა და აღრიცხვის კვანძების გადალუქვის სამუშაოების განხორციელება;
** მრიცხველების მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, გაუმართავი ან მოძველებული მრიცხველების შეცვლაზე დავალებების გაცემა;
** შერჩევით შემოწმებებზე დაყრდნობით, ტექნიკურ და კომერციულ მონაცემებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ანალიზის განხორციელება და მისი კომპეტენციის ფარგლებში ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამობების გამოვლენა;
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
|
|
|
|