დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობა
|
მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მწარმოებლების მოძიება და მოზიდვა;
** მწარმოებლებისთვის კომპანიის პროდუქტის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მწარმოებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1500-1700 ლარი + საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|