Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნამბერსი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"Numbers" არის აუთსორს ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს.

ვმუშაობთ სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებთან და ვთავაზობთ ხარისხიან ბუღალტრულ და ფინანსურ სერვისებს.

გუნდში არის მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ პროფესიული ზრდა და ახალი გამოცდილების მიღება.

მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** კლიენტებთან კომუნიკაცია და ანგარიშგების სიზუსტეზე ზრუნვა
** საჭიროებისამებრ ხელფასების დარიცხვა და გადარიცხვების შესრულება
** თანამშრომლობა როგორც შიდა, ისე გარე მხარეებთან (აუთსორსის სპეციფიკიდან გამომდინარე)

მოთხოვნები:

** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
** ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** აუცილებელია მუშაობის გამოცდილება Balance.ge პლატფორმაზე
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება "ინფო ბუღალტერი" ან "ორისი" პროგრამებში
** სასურველია (მაგრამ არ არის აუცილებელი) ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში ან ბუღალტერიასთან დაკავშირებულ მიმართულებაში
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

ანაზღაურება და პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე პლაზას შენობა)
** ხელფასი: 1, 700-2, 300 ლარი (ხელზე)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა (TBC Insurance)
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები

როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hello@numbers.ge

სასურველია თან დაურთოთ მოკლე სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ მუშაობა ჩვენს გუნდში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე